вторник, 25 ноября 2008 г.

ტურისტული გზამკვლევი 11

გ ო რ ი მთებს შორის მომწყვდეულ ტაფობზე მდებარეობს, შუაში კი მაღალი გორაა აღ-მართული. შორიდან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს გორა ციხის საყრდენად ხელოვნურადაა აღმართული.
ეს არის ძველისძველი ქალაქი ქონგურებდამსხვრეული ციხით, სახელოვანი წარსულით.
გორს პირველად იხსენიებს ისტორიკოსი ჯუანშერი. გადმოცემის თანახმად, სტეფანოზ ერისმთავრის შვილმა არჩილმა მემკვიდრეობით მიღებული განძის ნაწილი დაფლა გორში. ამ სამალავს ,,ტონთიო’’- ოქროს მთა უწოდეს. ქალაქის სახელწოდებაც მასზე აღმართული კლდოვანი კორაკისგან წარმოდგება.
კიდევ ერთი გადმოცემის თანახმად (ვახუშტი ბატონიშვილი), ბიზანტიის კეისარმა ჰერ- აკლემ (610-641წწ.) სპარსეთში ლაშქრობის დროს (627წ.) გორი ააშენა და მას ტონთიო (ოქროს მთა) უწოდა, თუმცა ეს იტორიულად არ დასტურდება.
მემატიანეთა ცნობით, გორი ქალაქი ხდება მე-12 საუკუნეში (დაარსდა დავით აღმაშენებ- ლის თაოსნობით). გორმა ადმინისტრაციული მნიშვნელობა შეიძინა და საუკუნეების მან- ძილზე არ დაუკარგავს მნიშვნელობა.
გორში ყველაზე მიმზიდველი მარშუტია ,,გორი-გორიჯვარი-ატენი-უფლისციხე’’. აქ მნახველი იხილავს, როგორც უნიკალურ ბუნებას, ასევე არქიტექტურული ძეგლების სიმრავლეს და თავისებურებებს.

გორში მოქმედია რამდენიმე ტაძარი: წმ. სამების ეკლესია კვერნაკის მთაზე, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია... და წმ.გიორგი მთაწმინდელის სახელობის (ამავე სახელწოდების სკოლა-გიმნაზიის შენობა) ეკლესიები.







ქალაქის ცენტრში ჭავჭავაძის ქუჩაზე დგას გორის მფარველის ოქონის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მაკეტი, სამომავლოდ აქ ეკლესიის მშენებლობა იგეგმება. ოქონის ღვთისმშობლის მე-12 საუკუნის ხატი გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმშია დაბრძანებული.

საფუძველი ჩაეყარა აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობას.
ქალაქს აქვს დიდი ტრადიციების მქონე თეატრი (გ. ერითავის სახელობის დრამატული თე- ატრი), რომელიც გაიხსნა 1935 წელს.

ძველი ნაგებობებიდან ნაწილობრივ შემორჩა აბანო, ციხე და რამდენიმე სათავადო სახლი, სადაც დღეს სხვადასხვა ორგანიზაციებია გახსნილი.

გორს ამშვენებს რამდენიმე ქანდაკება და ძეგლი, რომლებიც ისტორიული ღირებულებისაა.
2009 წლის აგვისტოში დაბომბვის დროს დანგრეული სახლების გვერდით გაიხსნა ძეგლი- ,,სიცოცხლის ხე’’, რომელიც ლამაზად ერწყმის აღდგენილ სახლებს და თავისი მნიშვნელობით მარადიულობის სიმბოლოა.

გორთან ახლოს ბურეთის მთაზე მდებარეობს შიდა ქართლის ერთ-ერთი უნიკალური ძეგლი და ძველისძველი სალოცავი- გორიჯვარი.
გორიჯვარი დიდი კომპლექსია, რომელშიც გაერთიანებულია გორიჯვრის ციხე-გალავანი, წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, ამჟამად დანგრეული და მიწის ფენის ქვეშ მოქცეული ეკლესია, გალავანში მოქცეული სამრეკლო სალოცავი ნიშით, სოფ. გორიჯვრის თავზე მცირე ეკლესი დგას.
კომპლექსში ნაწილი აღდგენილია და ამჟამადაც არსებობს.
გორიჯვარზე გადიოდა მაგისტრალური გზა,საიდანაც ტანას ხეობა უკავშირდებოდა მესხეთ-ჯავახეთს, აქედან გადიოდა გზა ბიზანტიისკენ.

გორში არის აღნიშნული სამარშუტო ნიშნები. ქალაქში არის რამდენიმე სასტუმრო და კვების ობიექტი, რომლითაც შეიძლება ისარგებლონ ტურისტებმა.

გორი- გორიჯვარი- ატენი- უფლისციხე ყველასათვის საინტერესო და სანახაობრივი მარშუტია. 2-3 დღე ტურისტებს შეეძლებათ დაათვალიერონ და გაეცნონ გორის ღირსშესანიშნეობებს.
I. პროექტის სახელი: ტურისტული გზამკვლევი
II. .პროექტის ხელმძღვანელი:
გორის #11 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ლია მელთაური

III.პროექტის მოკლე აღწერა:
ტერიტორიის ზოგადი აღწერა, ისტორიულ- გეოგრაფიული მონაცემების მოგროვება, რელიგიურ-კულტურული ძეგლების აღწერა, სურათების გადაღება და ფოტო- ალბომების შექმნა, ძველი თქმულებებისა და ლეგენდების მოძიება.
IV.მოსალოდნელი შედეგები:
პროექტი ხელს შეუწყობს გორში ტურისტების მოზიდვას და ტურიზმის განვითარებას.
v. სარგებელი სხვებისთვის:
გაიზრდება ახალგაზრდების დაინტერესება ისტორიით და მათი პასუხისმგებლობა ისტორიული ძეგლების და მიმდებარე ტერიტორიების დაცვის მიზნით.
გაიზრდება სახელმწიფოს ინტერესი ტურიზმის განვუთარების საქმეში.მოწესრიგდება საგზაო ნიშნები, სამარშუტო გზები, გაიზრდება სასტუმროებისა და კვების ობიექტების რაოდენობა და სარისხი.
შედეგად, გაიზრდება ტურისტების რაოდენობა გორსა და გორის შემოგარენში.
VI. სამუშაო ენა- ქართული.